და დე დი დო დრ დუ
დაბ დაგ დამ დატ დაუ დახ

დახურული ზღვა

ზღვა “დახურულად” ითვლება, თუ ის გარშემორტყმულია 2 ან რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიით და შეერთებულია მსოფლიო ოკეანესთან წყლის გზით, რომელსაც მხოლოდ ამ სახელმწიფოების ნაპირებთან მივყავართ. ამ კონცეფციის მიხედვით, დახურული ზღვის სამართლებრივი რეჟიმი უნდა განისაზღვრებოდეს სანაპირო სახელმწიფოების მიერ სავაჭრო გემთმიმოსვლის თავისუფლებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის (რომლებიც მოცემული ზღვისთვის სანაპირო არ არის) სამხედრო ცურვის შეზღუდვის ან სრული აკძალვის საფუძველზე. საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაში დახურული ზღვის რეჟიმი განისაზღვრება ამ ზღვაში შემავალი სრუტეების რეჟიმით (მაგ., შავი ზღვის სრუტეები).
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9