D F I

მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მჟ მრ მს მუ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოძ მოწ

მომსახურება

  1. იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვების გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა; იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება; სატრანსპორტო საშუალებების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათი მისაბმელების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები); სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა და ამ კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებების შესრულება.
    Source: საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3
  2. შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთანავე, ამ კანონის მიზნებისათვის, ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს.
    Source: საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, 2005 წლის 20 აპრილი, მუხლი 3
  3. საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას განეკუთვნება შემდეგი საქმიანობა: ა) სამშენებლო-სამონტაჟო; ბ) სარემონტო; გ) სარესტავრაციო; დ) საცდელ-საკონსტრუქტორო; ე) გეოლოგიურ-საძიებო; ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობ-პროდუქტების, ელექტრო და თბოენერგიის ტრანსპორტირება; ზ) ქონების გადაცემა ქირით ან იჯარით (გარდა ლიზინგით გადაცემისა); თ) საშუამავლო; ი) პერსონალის შერჩევა; კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა; ლ) შესრულება ვალდებულებისა – არ მიიღოს ან დაუშვას რაიმე მოქმედება (სიტუაციები); მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება; ნ) სარეკლამო მომსახურება; ო) საინოვაციო მომსახურება; პ) ფინანსური მომსახურება; ჟ) სადაზღვევო მომსახურება; რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება; ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება; ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა; უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება; ფ) დაცვის მომსახურება; ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება; ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურება; ყ) საზღვაო გემების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების მომსახურება; შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო და კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება; ჩ) სხვა მომსახურება.
    Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 18
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9