D F I

ლა ლე ლი ლო ლუ
ლია ლიზ ლიტ ლიც

ლიზინგი (ფინანსური იჯარა)

  1. თუ პირი ლიზინგით (ფინანსური იჯარით) გასცემს ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოპერაცია ითვლება საქონლის მიწოდებად. ქონების იჯარა წარმოადგენს ლიზინგს (ფინანსურ იჯარას), თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მიმღებს უფლება ექნება შეიძინოს ქონება ფიქსირებული ან იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით; ბ) იჯარის ვადა აღემატება ძირითად საშუალებათა ეკონომიკური სამსახურის ვადის 75 პროცენტს; გ) იჯარით აღებული ქონების მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება იჯარის ვადის დასრულებისას ამ ვადის დასაწყისში ქონების საბაზრო ღირებულების 20 პროცენტზე ნაკლებია; დ) მინიმალური საიჯარო გადასახდელის მიმდინარე დისკონტირებული ღირებულება ლიზინგის (ფინანსური იჯარის) მთელი პერიოდისათვის ქონების საბაზრო ღირებულების 90 პროცენტია ან აღემატება მას. „დ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იჯარაზე, რომლის ვადის დასაწყისიც მოდის ქონებით სარგებლობის ვადის ბოლო 25 პროცენტზე.
    Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 21
  2. ლიზინგის საგნის გამცემის მიერ (შემდგომში - გამცემი) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის საგნის მესაკუთრისაგან ან მწარმოებლისაგან ლიზინგის საგნის შეძენა (ან მისი დამზადება) ლიზინგის საგნის მიმღებისათვის (შემდგომში - მიმღები) დროებით ფასიან სარგებლობაში გადაცემის მიზნით, მისი გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით.
    Source: საქართველოს კანონი „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“, 2002 წლის 7 მაისი, მუხლი 1
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9