(ვეტერინარული მედიცინა) – სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომლის მიზანია ყველა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის, წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის (შემდგომში – ცხოველები) სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით სრულფასოვანი და კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიის დაცვა.
Source: საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1