ძა ძე ძი ძნ
ძაბ ძალ ძარ ძაღ ძაძ

ძაბრი

სითხის გადასაღები ფართოპირიანი და ვიწროყელიანი ნივთი. მზადდებოდა მეტალისგან, თიხისგან. მეღვინეობაში გავრცელებული იყო მწარე კვახის ძაბრები, რისთვისაც საგანგებო ჯიშიც კი ჰქონიათ გამოყვანილი. ზრდის პროცესში ნაყოფს ისეთ მდგომარეობას შეურჩევდნენ, ძაბრს რომ დამსგავსებოდა. შემდეგ ნაყოფს ძირს გადაუჭრიდნენ, გაასუფთავებდნენ, გამოხარშავდნენ და იყენებდნენ სათანადო საქმიანობისთვის. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ხის ტყავგადაკრული დიდი ზომის უნიკალური ძაბრი რომელიც გამოიყენებოდა რუმბში ღვინის ჩასასხმელად.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9