შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შეი შერ შეშ

შეიდიში

ქალის შარვალი. მასალად გამოიყენებოდა ფერადი აბრეშუმეულობა (მოვი, მერდინი, შეიდიში, წითელი ყუბაში). შეიდიში შედგებოდა სათაურის, ორი გრძელი და მოკლე ტოტისა და უბისაგან, რომელსაც სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ. ჩვეულებრივი უბე 2 ან 4-ნაჭრიანი იყო. ტოტები წვრილი ნაკეცებით, რომელთა დიდი ნაწილი უკან იყო მოქცეული, ორმაგ სათავეს უკავშირდებოდა. გვერდები ჩახსნილი ჰქონდა და ღილებით იყო შესაკრავი. შეიდიშის დიდი ნაწილი დასარჩულებული იყო. ტოტის ნაპირს შემოჰყვებოდა ბუზმენტი, კუწუბებიანი სირმის ჩაფარიში, ან საოჯახო წესით დამზადებული აბრეშუმის არშია-“ბაბთა“ (კახეთი). ტოტის ბოლოები შემკული იყო ნაქარგით, ოქრომკედითა და ვერცხლის ძაფით გამოყვანილი იყო მცენარეული სახეები, ზოგჯერ ფრინველის ან თევზის გამოსახულებანი. ქალები შეიდიშს საცვლის ზემოდან იცვამდნენ და კაბაში მისი მოქარგული ბოლოს გამოჩენა არ ეთაკილებოდათ. ქალთათვის განსაკუთრებულად მოსახერხებელი იყო ცხენით მგზავრობისას. სახელი ქსოვილის სახეობიდან აქვს მიღებული.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა, ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIX ს. და XX ს. დასაწყისი, 1967.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9