ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფად ფაზ ფათ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფაფ ფაც

ფაფანაკი

ქართული ქუდის ერთ-ერთი უძველესი სახეობა. ნაბდის ან ტყავის ბრტყელი თავსაბურავია, რომელიც მამაკაცის მხოლოდ თავის თხემს ფარავს. აქვს შეჭრილი ოვალის ფორმა და თასმებით მაგრდება ნიკაპქვეშ. ზოგჯერ ძვირფასი ქსოვილი (მაუდი, ფარჩა) ჰქონდა გადაკრული და დაქარგული იყო. ფაფანაკი „იმერული ქუდის“ სახელითაცაა ცნობილი, თუმცა წარსულში უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ისტორიულ წყაროებში XV ს-დან დასტურდება.
ლიტ.: ლ. მოლოდინი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9