უბ უზ უთ ულ უნ ურ უღ უძ უწ უხ
უბი

უბის ფარი

(ხევს.) - ხევსურეთის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დამოწმებულია უბის ფარი,რომელიც ჩვეულებრივ ფართან შედარებით მცირე ზომისაა. უბის ფარიც მრგვალი მოყვანილობისაა, (დმ.დაახ. - 20 სმ.) უბის ფარის მასალად მხოლოდ ლითონია გამოყენებული. ფარის ზედაპირზე, შუაგულში დაკ რულია ოთკუთხი ფორმის რკინა - „გუმბათის ხატი“, რომლის კუთხეები წაწვეტებულია ოთხი „შოლტით“. ამ ოთხ შოლტს ზევიდან წრიულად შემოვლებული აქვს ერთი რკალი - „გირგოლი,“ რომელიც დამაგრებულია სამსჭვალებით. უბის ფარი ზურგიდან ლითონგადაკრულია. მას ჩოხის ქვეშ ატარებდნენ გულ-მკერდის დაცვის მიზნით, მაგრამ საბრძოლველადაც იყენებდნენ: იმ შემთხვევაში, როდესაც მებრძოლს არ გააჩნდა სხვა საბრძოლო იარაღი და მოუხდებოდა ვინმესთან „შუღლი,“ ამოაძრობდა უბეში საბღუჯით ჩოხისკენ მოქცეულ ფარს და მოწინააღმდეგეს „ჩააფარებდა“, შესაძლოა აქედან მომდინარეობდეს ტერმინი „ჩაფარება“.
ლიტ.: კ.ჩოლოყაშვილი, ქართული საბრძოლო იარაღი, ფარი, სსმმ. ტ.XVIIIნ 1954.
მ.ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9