სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საზედაშე

რელიგიური დანიშნულების თიხის ჭურჭელი (სხვადასხვა ზომის ქილები და ქვევრები). საზედაშეები დამოწმებულია - ქართლში, ქიზიყში, სამეგრელოში, იმერეთში და სხვაგან. ყოველწლიურად ოჯახის უფროსი ამა თუ იმ ხატ-სალოცავის სახელზე ინახავდა ზედაშეს (იხ.). ეს იყო ღვინო, ერბო, ხორბალი, პური. უფრო მეტად ღვინის ზედაშე იყო გავრცელებული. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან სოფლებში კი უმთავრესად ერბოს ამზადებდნენ ზედაშედ. დღეობის დროს ოჯახის წევრები მარანში იკრიბებოდნენ საზედაშე ჭურჭელთან. ცერემონიალის შესრულებამდე საზედაშე ჭურჭლის ახდა იკრძალებოდა. იგი სავსე უნდა ყოფილიყო. თუ ოჯახს ძალიან გაუჭირდებოდა, საზედაშე ჭურს გახსნიდნენ და წმინდანს პატიებას სთხოვდნენ, რომლის სახელზეც იყო ზედაშე გადანახული. ერბოს თავს მოხდიდნენ, შეინახავდნენ, ქილაში დარჩენილს კი გაიხმარდნენ. აღთქმულ დღეს გადანახულ ერბოთი ქადებს დააცხობდნენ, სანთლებს დაანთებდნენ და სალოცავს ესტუმრებოდნენ. ერთდღიანი დღეობისათვის პატარა საზედაშე იყო განკუთვნილი, ხოლო ყველიერისათვის დიდი საზედაშეები ჰქონდათ. საზედაშე ჭურჭელს ხშირ შემთხვევაში ნიშნავდნენ, თუ რომელი ხატისათვის იყო განკუთვნილი. საზედაშე ქვევრს, რომელიც ბარის სოფლებში იყო გავრცელებული, განსაკუთრებით უვლიდნენ. არსებობდა სასოფლო და საგვარეულო საზედაშეები.
მ. ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9