კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კობ კოდ კოვ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კორ კოტ კოშ კოჩ კოჭ კოხ

კოკალი, კოკორე

აბრეშუმის თესლიდან გამოჩეკილი ჭიის//“მურის“ კეცის ფორმის დასასმელი. აკეთებდნენ ნაცარმოყრილ მიწაზე თბილი წყლით მოზელილი ნაკელისა და ბზის ნარევით. დასავლეთ საქართველოში (გურია, იმერეთი, სამეგრელო) ჭია კოკალზე ერთ კანს იცვლიდა. კოკლებს მაგიდაზე ან ხის გრძელ სკამებზე ერთმანეთზე შედგამდნენ - ააკოკოლებდნენ ან ერთმანეთის გვერდით ათავსებდნენ. ჭიას რომ არ შესცივნოდა, შალით ფუთავდნენ და კერასთან ახლოს დგამდნენ. კოკლებზე სამ-ოთხ დღეში გამოდიოდა პირველი ასაკის ჭია.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ. მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9