კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კათ კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ

კავწერა, საწერა

(ხევს.) - მარტივი სახვნელი (მიწის გასაწერი იარაღი). ამ იარაღის საშუალებით ხდებოდა ყამირებისა და ბორტვების (დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწა) გაწერა. კავწერით მიწის დაწერადაკვალვის შემდეგ იმავე კვალზე მეორე სახვნელ იარაღს - ხევსურულ „სახვნიელს“ გადაატარებდნენ. „დაწერილი“ ბორტვი ადვილი სახნავი იყო. როგორც კავწერას, ისე სახვნიელის მოძრაობა დაბლობიდან მაღლა გარდიგარდმო სვლით წარიმართებოდა. ორი სხვადასხვა სახვნელით მუშაობა ხვნის ეფექტურობას განაპირობებდა.
კავწერის გამოყენება მისადაგებული იყო მთის ზოლის მეურნეობასთან და მის ბუნებრივ პირობებთან (ხრიოკი ნიადაგი, მთაგორიანი რელიეფი). როგორც ვარაუდობენ, ეს დამხმარე ფუნქცია შედარებით გვიან უნდა შემუშავებულიყო, მისი თავდაპივრელი დანიშნულება კი ხვნა უნდა ყოფილიყო.
ხევსურული კავწერას ტიპის მარტივი სახვნელი საქართველოს სხვა კუთხეშიც ყოფილა გავრცელებული, კერძოდ, თუშეთში (იხ. საკვეთელი), სვანეთში (იხ. ლაღრავ), სამეგრელოში (იხ. ჯაში ოხონალი, ოღარაი). ანალოგიური სახვნელების არსებობა დასტურდება ვეროპის ქვეყნებშიც - ვლახეთში, დასავლეთ გერმანიაში და შვედეთში. იქაც ამ იარაღის ფუნქცია მიწის გაწერა იყო. ხევსურული კავწერა სხვა მისი ანალოგიური სახვნელებისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი აგებულებით ყველაზე მარტივი იყო და დიდი ზომის წერაქვს წააგავდა. იგი ხელით სამუშაო იარაღიდან სახვნელისაკენ გარდამავალი იარაღის ერთ-ერთ ფორმად არის მიჩნეული.
ლიტ.: Г. С. Читаия, Земледельческие системы и пахотные орудия Грузий. Вопросы этнографии Кавказа, 1954. გ. ჯალაბაძე, მამინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
თ. გ
.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9