თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თხ
თაბ თაგ თავ თაზ თათ თალ თამ თან თარ თას თაფ თაღ თახ

თავსაკრავი

ჩიხტას წინა მხარეზე გადასაკრავი დაქარგული ნაჭერი. მასალად გამოყენებულია ხავერდი ან სხვა ძვირფასი ქსოვილი (შავი, თეთრი, შვინდისფერი, ლურჯი და სხვა). პატარძლები თეთრ თავსაკრავებს ხმარობდნენ, მოხუცები და ქვრივები - სადასა და შავს, ხოლო შუახნის ქალები კი ნაქარგით დამშვენებულ თავსაკრავებს. ჩიხტაზე ბოლომდე არმისული სიგრძის ვიწრო ნაჭერს ნაპირები გადაკეცილი უნდა ჰქონოდა. ჩიხტაზე მას უბრალო ქინძისთავებით ამაგრებდნენ. გაფორმების მხრივ არჩევდნენ ორგვარ თავსაკრავებს: 1. ნაკერი, ანუ მოქარგული და 2. სადა, ანუ „საია“. თავსაკრავის მოსაქარგად გამოიყენებდნენ როგორც ოქრომკედს, ასევე ფერად ძაფებსაც. მოწონებით სარგებლობდა ოქრომკედით ნაკერები. ქარგულში ჩართული იყო სხვადასხვა ზომისა და ხარისხის მძივები თუ ოქროსფერი ლითონის პატარა ფირფიტები - „კილიტები“, რომელთა დასამაგრებლად მოიხმარდნენ ოქროვან ძაფს. მოქარგვის სახეები იყო ტოტიანი, ვარდიანი, ბროწეული, ჯაჭვი და სხვა. გაფორმების მხრივ ასხვავებდნენ: ოქრომკედით ნაკერს, მძივის თავსაკრავს, კილიტიანსა და მარგალიტიანს. ეს უკანასკნელი დიდი მოწონებით სარგებლობდა. სადა ხავერდის თავსაკრავებზე მარგალიტის ან ფირუზის თვლიანი ქინძისთავები ეკეთათ. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში გავრცელდა ალმასის თვლებით შემკული ბაღჩის ტიპის ოქროს ქინძისთავები - „ჯიღა“. ლეჩაქთან ერთად, მოქარგულ თავსაკრავებსაც, პროფესიონალი ოსტატები ამზადებდნენ.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9