და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დავ დაზ დათ დაი დალ დამ დან დარ დას დატ დაფ დაღ დაშ დაჯ

დავითფერული

ქართული ვადაჯვრიანი ხმალი. არსებობს ამ ტერმინის წარმომავლობის სხვადასხვა ვარიანტები. ერთ-ერთი ვერსიით „დავითფერულის“ ხმალს, დიდ ქართველ მეფეს დავით აღმაშენებელს უკავშირებენ. Mმეორე ვერსიით კი XVI საუკუნის იტალიელ მეიარაღე ოსტატებს, ძმებს ანდრეა (1530-1583) და ჯანდონატო (1560-იანი წლები) ფერარებს. ცნობილია, რომ ევროპული ხმლის პირები ძალზედ აქტიურად შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ანდრეა ფერარას დამღიანი (როგორც ორიგინალი, ასევე მინაბაძი) ქართული ხმლები, რომელიც ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ქართულ ეთნორეალობაში ცნობილი იყო „დავითფერულის“ სახელწოდებით.
ქართული „დავითფერული“ ხმალი შედგება - ტარის, პირისა და ქარქაშისაგან. ოდნავ მოხრილი პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ერთღარიანია, ღარი მიუყვება ვადადან 15-20 სმ დაშორებით. პირის ერთ მხარეს გამოსახულია ლათინური ასოებით წარწერა „ფერარა“ და მორბენალი მგელი, ხოლო მეორე მხარეს ასევე ლათინურად „ანდრეა“ და ასევე მგელი. ტარი დამზადებულია ხისაგან და მასზე გადაკრულია ყვითელი ხავერდი, რომლის ზემოდანაც გადაჭიმულია სამი ვერცხლის სალტე და ვერცხლისავე „ვაშლი“. ტარზე დაგებულია ოქროზარნიშით მორთული ლითონის ვადაჯვარი. ქარქაში დამზადებულია ხისაგან და ტარის შესაბამისად მასზეც გადაკრულია ყვითელი ხავერდი. ქარქაშზე მოცემულია ოქროზარნიშით მორთული ლითონის ორი სალტე და ბუნიკი. გარდა აღწერილი იარაღისა არსებობს აგრეთვე, ორ და სამღარიანი დავითფერულები, წვერისკენ შედარებით გახრილები, ასევე მორთულობის სხვანაირი დეკორით და ა.შ.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, „დავით აღმაშენებლისდროინდელი საჭურვლისათვის“, ჟურ. ჯვარი ვაზისა ¹2, 1989; Трубников Б.Г., ПОЛНАЯ ЭНЦИКЛОРЕДИЯ: ОРУЖИЕ, ВООРУЖЕНИЕ ВСХ ВРЕМЕН И НАРОДОВ.
მ.ქ.
ლიტ.: ქელ. 2009.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9