და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დავ დაზ დათ დაი დალ დამ დან დარ დას დატ დაფ დაღ დაშ დაჯ

დაბახანა

ადგილი, სადაც წარმოებდა ტყავის დამუშავება. საქართველოს დაბა-ქალაქებში თითქმის ყველგან იყო გამართული ტყავის დამუშავების ასეთი ცენტრები, მაგრამ საყოველთაო სახელი ჰქონდა მოხვეჭილი თბილისურ დაბახანებს, რომლებიც განლაგებული იყო გოგირდის ბუნებრივი თბილი წყლების სიახლოვეს, დღევანდელი აბანოების უბანში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. დაბახანა წარმოადგენდა ნახევრადღია ფარდულის ტიპის ხის შენობას, რომელშიც დადგმული იყო ხის ან ქვის დიდი აუზები, სადაც ხდებოდა ტყავის დალბობა, დამუშავება და გამოყვანა.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9