A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

E EA EB EC ED EF EG EI EK EL EM EN EO EP EQ ER ES ET EU EV EX Er
Erc

(h)ercto non cito

[(ჰ)ე´რკტო ნონ კი´ტო/ცი´ტო]
„გაუყოფელი მემკვიდრეობა”
I. სინ. consortium (უფრო ვიწრო გაგებით), უძველესი დროის ოჯახური გაერ- თიანება, სადაც მამის სიკვდილის შემდეგ მონაწილეობას აგრძელებდნენ მისი ვაჟიშვილები filii familias: მათ არ გააჩნდათ ზუსტად განსაზღვრული წილი, ყველაფერი (მათ რიცხვში მოგვიანებით შეძენილიც) ეკუთვნოდა ყველას, თი- თოეულს ჰქონდა უფლება ნებისმიერი საერთო ნივთით სარგებლობისა, რომელიც ავალდებულებდა სხვა დანარჩენებს. მხოლოდ ძვ. წ. V ს-ში გაერთიანების ყველა წევრი იღებდა გაერთიანების გაუქმების და გაყოფის უფლებას →actio familiae erciscundae. რომ. მემკვიდრეობითი სამართლის განვითარების კვალდაკვალ e. n. c. ქვეითდებოდა. გვ. რესპუბლიკის პერიოდში ის უკვე აღარ გვხვდება. იხ. აგრ. erus; societas
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9