A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

IA IB IC ID IG II IL IM IN IO IP IR IS IT IU
IUD IUG IUL IUM IUN IUP IUR IUS IUV

iurisdictio

[*იურისდი´კტიო/იურისდი´კციო]
„სამართალწარმოება“ იურისდიქცია

I. უფლებამოსილება და საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული იყო მართლმსაჯულების განხორციელებასთან

II. 1. სახელმწიფო ორგანოთა, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციათა უფლებამოსილებების – გადაწყვიტონ სამართლებრივი დავები, განიხილონ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეები, მართლზომიერების თვალსაზრისით შეაფასონ სამართლის სუბიექტების ქმედებები და სამართლებრივი აქტები, სამართალდამრღვევების მიმართ გამოიყენონ სამართლებრივი სანქციები – ფარგლები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“ (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ – 1996, 1(2)-ლი მუხლი);
2. საერთაშორისო სამართლით აღიარებული სახელმწიფოს უფლებამოსილება/ უფლებამოსილების ფარგლები დაადგინოს ქცევის იურიდიულად სავალდებულო წესები და უზრუნველყოს მათი შესრულება. „საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ (საქ. კონს. – 1995, მე-2(3) მუხლი);
3. ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ფარგლებში სახელმწიფოს უფლებამოსილება, დაადგინოს ქცევის იურიდიულად სავალდებულო წესები და უზრუნველყოს მათი შესრულება. „საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ აწარმოონ მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი წყლის შესახებ – 1997, მე-17(4) მუხლი)

III. „სასამართლოს ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით“ (კონსტ. – 1921, 77-ე მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილდა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9