ბა ბე ბი ბუ
ბურ

ბურნაშოვი სტეფანე დანიელის ძე

რული სახელმწიფო მოღვაწე, პოლკოვნიკი (1743-1824). რუსეთის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა და იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე. 1783-87 დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა თბილისში, მეთაურობდა გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად საქართველოში გამოგზავნილ რუს. ბატალიონებს, ხელი შეუწყო ერეკლესა და სოლომონ I-ის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ბ-ის მოხსენებები რუს. მთავრობისადმი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII ს. 80-იანი წლების საქართველოს ისტორიისათვის. აქვს ცნობები თბილისზე. ბ-ის ცნობით, XVIII ს. 80-იან წლებში თბილისში 500-მდე დუქანი იყო. ქართველ ვაჭრებს რუსული საქონელი საქართველოზე გავლით გაჰქონდათ სპარსეთსა და ინდოეთის ბაზრებზე, უკან კი გაცილებით დიდი რაოდენობის საქონელი შემოჰქონდათ. ბ. წერდა: ერეკლე II „არაფრისაკენ ისე არ მიისწრაფვის, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისაკენ“.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9