ბა ბე ბი ბუ
ბით

ბითლისი შერეფ ალ-დინ

სპარსულენოვანი ქურთი ისტორიკოსი (1543 − გ. წ. უცნობია). 1578-88 მონაწილეობდა ოსმ. ლაშქრობებში ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში. მას ეკუთვნის ორტომიანი ისტორიული თხზულება „დიდების წიგნი“, რ-იც მრავალ ცნობას შეიცავს საქართველოს შესახებ, მასში აღწერილია ყიზილბაში სარდლის დივ-სულთან რუმლუსა და შაჰ თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში, თამაზ I -ის მიერ თბილისის ციხის აღება, ვარძიის მონასტრის დარბევა-გაძარცვა და საქართველოდან 30 ათ. ტყვის წაყვანა 1554. საინტერესო ცნობებია თბილისის ციხისთავზე − რენეგატ გულბათზე და მის ვაჟებზე (რომლებიც შემდგომში შაჰის ერთგული გახდნენ), აგრეთვე ირანის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველებზე.

ლიტ.: ტაბატაძე კ., შერეფ-ხან ბითლისის ცნობები საქართველოს შესახებ, „კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული“, 1962, [ტ]. 2.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9