ბა ბე ბი ბუ
ბეი ბელ

ბელანჟე (Belanger) შარლ

ფრანგი ნატურალისტი (1805-78-ის შემდეგ). 1825-29 იმოგზაურა კავკასიაში, ირანსა და ინდოეთში. 1825 წ. 28 მარტიდან 15 აპრილამდე იყო თბილისში. აქ იგი აწარმოებდა ბარო- და თერმომეტრულ დაკვირვებებს, დაინტერესდა ადგილ. ფაუნით, მთების აგებულებით. აღწერა თბილისი, მცხეთა, აქვს სტატისტიკური მონაცემები თბილისზე და ჩანახატები - „თბილისი“, „თბილისის ბაზარი“, „ქართველი ქალი და მამაკაცი“, „ქართული და ირანული იარაღი“, „სას.-სამ. ხელსაწყოები“, „მუსიკალური საკრავები“ და სხვ.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800- 1830 гг., Тб., 1946.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9