ბა ბე ბი ბუ
ბაი ბარ

ბარბარო (Barbaro) იოსაფატ

ვენეციელი ვაჭარი, დიპლომატი და მოგზაური (1413-94). 1436-51 სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებით ცხოვრობდა ტანაისში (აზოვი), საიდანაც მოგზაურობდა კავკასიაში, ყირიმსა და სამხრ. რუსეთში. 1475 იყო თბილისში. თავისი ხანგრძლივი მოგზაურობა ბ-მ აღწერა წიგნში, რ-იც 2 ნაწილისაგან შედგება. II ნაწილში ყურადღებას იმსახურებს XV ს. II ნახ. საქართველოსა და აყ-ყოიუნლუს სახელმწ. ურთიერთობის საკითხები. ბ. აღწერს უზუნ-ჰასანის ლაშქრობას საქართველოში 1477. მისი ცნობით, დამპყრობელი ამ ლაშქრობისათვის საიდუმლოდ ემზადებოდა... დაახლ. 30-35 ათასიანი ლაშქრით, რ-შიაც 20-24 ათასი ცხენოსანი იყო, უზუნ-ჰასანი ერთი კვირის განმავლობაში სხვა მიმართულებით მიდიოდა, შემდეგ კი... საქართველოსკენ იბრუნა პირი... ორი დღის შემდეგ დამპყრობლები თბილისამდე მოვიდნენ. ცხადია, მტრის მოძრაობა ხალხისათვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და მოსახლეობა წინასწარ გაიხიზნა. უზუნ-ჰასანი თბილისს წინააღმდეგობის გაუწევლად დაეუფლა. მტრის მიერ დატყვევებულთა რიცხვი 4-5 ათასი იქნებოდა. პუბლ.: XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ. იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშენები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა, თბ., 1981, გვ. 50-72.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9