ჯე ჯუ
ჯუვ

ჯუვეინი

სპარსელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოხელე (1226-83). მისი თხზულება „ქვეყნის დამპყრობის ისტორია“ შეიცავს ჩინგიზ-ყაენის მიერ შექმნილი სახელმწიფოსა და მონღოლთა დაპყრობითი ომების ისტორიას. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯ-ს ცნობებს ამიერკავკასიის ქვეყნებში მონღოლთა შემოსევების შესახებ. იგი დაწვრილებით აგვიწერს ჯალალედინის თავდასხმას თბილისზე 1226, ხვარაზმელების მიერ თბილისის აოხრებასა და გაძარცვას. ჯ-ს სიტყვით, ჯალალედინმა „ყოველი სოფელი თუ ციხე თბილისის მიდამოებში, რომლებიც ეშმაკის მიმდევრებით (ე. ი. ქრისტიანებით) იყო სავსე, მოსთხარა და მის ამალას უსაზღვრო და უზომო ნადავლი ერგო“. (იხ. აგრეთვე სტ. ჯაღალედინის თავდასხმა თბილისზე 1226).

პუბლ.: ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ. სპარს. ტექსტს შესავალი წაუმძღვარა, ქართ. თარგმანი და შენიშვნები დაურთო რ. კიკნაძემ, თბ., 1974

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9