ჯე ჯუ
ჯევ

ჯევდეთ-ფაშა აჰმედ

თურქი ისტორიკოსი, და პოლიტიკური მოღვაწე (1822-95). 1855-65 სახელმწ. ისტორიოგრაფი იყო. მისი 12-ტომიანი „ისტორია“ მოიცავს პერიოდს 1774-იდან 1826-მდე. თხზულების სხვადასხვა ტომში უხვადაა გაბნეული ცნობები XVIII-XIX სს. საქართველოს შესახებ. მე-6 ტომში დაწვრილებით არის აღწერილი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა საქართველოში, თბილისის დანგრევა და სხვ. ჯ.ფ-ს მეორე თხზულებაში „წინასწარმეტყველთა ისტორია“ გადმოცემულია ჯალალედინ ხვარაზმშაჰის ურთიერთობა ქართველებთან და საერთოდ მისი საქმიანობა ამიერკავკასიაში, ხვარაზმელთა მიერ თბილისის აღება. ნ. შენგელია.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9