ყა
ყაზ

ყაზვინი ჰამდალაჰ მოსთოუფი

სპარსელი ისტორიკოსი და გეოგრაფი (1281-1350). დაწერა რამდენიმე თხზულება; მსოფ. ისტ. ტიპის ნაწარმოები „რჩეული ისტორია“ შეიცავს ცნობებს თბილისის პოლიტ. ისტორიისათვის. კოსმოგრაფიულ-გეოგრ. თხზულებაში „გულთა სიამე“ ყ. აღწერს თბილისს: "ერთიანი საქართველოს დედაქალაქია, მდებარეობს ჩავარდნილ ხეობაში, რ-ის ერთი მხარე მთის კალთას ებჯინება, შუაზე მდ. მტკვარი ჩაუდის, მდინარის კლდოვან ნაპირზე სახლები ტერასებად იყო განლაგებული". იხსენიება ქალაქის ბუნებრივად ცხელი წყაროები და ზედ აგებული აბანოები.

წყარო: ისთახრი, ჰოდუდ ალ-ალემი, ჰამდალლაჰ ყაზვინი, თარგმანი შენიშვნებითა და საძიებლითურთ ვ. ფუთურიძისა, თბ., 1937.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9