უი უო უხ
უხტ

უხტანესი

სომეხი ისტორიკოსი, ურჰის, ზოგიერთის აზრით, სებასტიის ეპისკოპოსი X ს. მის მთავარ ნაშრომში „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“, რ-იც „ეპისტოლეთა წიგნში“ დაცულ მასალებზეა აგებული, საინტერესო ცნობებია დაცული თბილისზეც. უ. თბილისში ნამყოფი ჩანს და ცოტა ქართ. ენაც უნდა სცოდნოდა. მისი დახასიათებით, თბილისი „საკვირველნაშენი და საოცარი, სახელოვანი და გამოჩენილი დიდი დედაქალაქი იყო“. უ. აზუსტებს „ეპისტოლეთა წიგნის“ ცნობას თბილისში კირონ კათალიკოსის ადგილსამყოფელის შესახებ. მისი ცნობით, კირონის რეზიდენცია თბილისში იყო „სიონის ფარეხში, რომელიც სამეფო სასახლის ახლოს მდებარეობდა“. მისივე მოწმობით, თბილისს საკმაოდ მდიდარი წიგნსაცავები ჰქონია, რ-ითაც სომეხ ისტორიკოსს უსარგებლია კიდეც. თავისი თხზულების წერის დროს მას დასჭირვებია სომეხთა კათალიკოსის მოსე ელივარდელისა და კირონ ქართლის კათალიკოსის მიმოწერის მასალების ერთი ნაწილი, რ-იც სათანადო სომხ. კრებულებში ვერ უნახავს. დაკარგული ეპისტოლეების ქართ. ცალები უ-მა თბილისის წიგნსაცავში აღმოაჩინა, ათარგმნინა და შეიტანა თავის თხზულებაში. გ. მაისურაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9