უი უო უხ
უილ

უილბრაჰამი (Wilbraham) რიჩარდ

ინგლისელი მოგზაური (სამხედრო პირი), თბილისში ჩამოვიდა 1837 წ. 2 სექტემბერს და აქ დაყო 31 ოქტომბრამდე. თბილისში ყოფნისას უ-ს ურთიერთობა ჰქონდა თბილისის მაღალი წრის წარმომადგენლებთან, როგორც ადგილობრივ ქართველ არისტოკრატიასთან, ისე ქალაქში მყოფ უცხოელებთან, მთავარმართებელ ბარონ როზენთან, საფრანგეთის კონსულთან - გრაფ დე ლა რატიმენტონთან, ბარონ ჰაანთან. იგი, როგორც საპატიო სტუმარი, 1837 წ. 14 ოქტ. მიწვეული იყო მეჯლისზე თბილისში ჩამოსული რუსეთის იმპ. ნიკოლოზ I-ის პატივსაცემად, რ-იც ცნობილი ქართველი მეწარმის ზუბალაშვილის სახლში გაიმართა (ახლანდ. საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმი). უ-ს თბილისში ნანახი და განცდილი აღწერილი აქვს დღიურების სახით, სადაც მოგზაური გადმოგვცემს XIX ს. 30-იანი წლების თბილისის გარეგან სახესა და მის ყოფას: „თბილისის ნახვისთანავე მოვიხიბლე ქალაქის მშვენიერი მდებარეობით, ფართო და სწრაფი მტკვარი აქ ვიწრო ხეობაში მიიკლაკნება. იარუსებად არის სახლები აღმართული წყლისპირიდან მაღლობისაკენ, ტერასებზე ბადები და ფართო ღია მოედნებია მოწყობილი. თავსწამომდგარ მთაზე უძველესი ციხის პირქუში ნანგრევები დგას“. უ. აღწერს რჩეული ქართვ. თავადების ტანსაცმელს, რ-იც მას სასახლეში უნახავს. „თავიანთ შესანიშნავ და მოხდენილ ტანსაცმელში გამოწყობილებმა სავსებით დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში ნამდვილად ულამაზესი ერია“.

პუბლ.: რიჩარდ უილბრაჰამის მოგზაურობა საქართველოში, ინგლისურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო ნანა მელაძემ, თბ., 1990.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9