აბ ალ ან ას
ალ- ალი

ალ-ნასავი (ალ-ნესევი)

ხვარაზმშაჰთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის − ჯალალედინის პირადი მდივანი და ისტორიკოსი (გ. 1249). მისი „სულთან ჯალალედინ მანქბურნის ცხოვრება“ (არაბ. ენაზე) საგულისხმო წყაროა მონღ. შემოსევების ხანის ახლო და შუა აღმ. ქვეყნების ისტორიისათვის. მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ავტორი ამიერკავვასიაში, კერძოდ საქართველოში, ხვარაზმელთა დაპყრობით ომებს, აღწერილია ჯალალედინის მიერ თბილისის აღება. ნ. აღნიშნავს, რომ ქალაქში ამოწყვიტეს ყველა ქართველი და სომეხი, ე. ი. ქრისტიანები. ნ-ის სიტყვით, სულთანმა მიიღო „ყველაფერი ის, რაც თბილისში საუკუნეთა მანმილზე იყო შექმნილი. ყველა ამ სიმდიდრის აღნუსხვას ვერ შეძლებდა ყველაზე უფრო დახელოვნებული და მცოდნე კაციც კი. მისი სრული სიის შესადგენად ქაღალდის ფურცელთა დასტების ბორცვი არ კმაროდარ“. გ. ჯაფარიძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9