ლა ლე
ლევ

ლევიე (Levier) ემილ

ფრანგი მოგზაური XIX ს. 90-იან წლებში იყო თბილისში. ლ. ასე აღწერს თბილისს: „მაღლიდან ქალაქი საღამოს ჟამს მშვენიერი სანახავია, ასე მგონია, ეიფელის კოშკიდან გადავცქერი გაჩირაღდნებულს პარიჟსა-მეთქი... ევროპული სიცხოველე და მოძრაობა ტფილისს არ აკლია. ქუჩაში ათასნაირი ხალხი ირევა, რომელთა შორის გაარჩევთ რუსის ოფიცრებს, გლეხებს, ქალებს პარიჟის უკანასკნელ მოდაზე მორთულთ და სხვა... ყველაზე უფრო ხშირად ქართველებს ვხვდებით, ჩერქეზული ტანისამოსით მორთულებს, წელზე რომ ხანჯალი არ ეკიდოთ, ბერები გეგონებათ...“
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9