აბ ალ ან ას
ალ- ალი

ალ-იდრისი

არაბი გეოგრაფი და მოგზაური (1100-61). დაახლ. 1138 დასახლდა პალერმოში, სადაც ცხოვრობდა სიცილიის მეფის როჟერ II-ის კარზე. მისი დავალებით შექმნა მსოფლიოს იმ დროისათვის ცნობილი რუკა და შრომა „გასართობი სხვადასხვა მხარეში მოგზაურობის დანატრებულისათვის“ (ზოგჯერ „როჟერის წიგნსაც“ უწოდებენ). წიგნი შეიცავს საინტერესო მასალებს ევრ. და აფრ., აღმ. სლავების, ასევე ამიერკავკ. და საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის შესახებ. ი-ს ცნობით, მთელ წინა აზიაში იყო განთქმული თბილისური ენდრო, „ბაბ ალ-აბვაბიდან (დერბენდიდან) თბილისამდე ხარობდა მთელ დედამიწაზე საუკეთესო ენდრო, რომელსაც აგროვებდნენ და აქედან გაჰქონდათ გურგანში, საიდანაც მას ინდოეთშიც მიეზიდებოდნენ“ (ენდროს იყენებდნენ ქსოვილების შესაღებად). გ. ჯაფარიძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9