ია იბ იე იზ ის
იბნ

იბნ რუზბეჰანი

სპარსელი ისტორიკოსი XV ს. მისი ცნობით, როდესაც უზუნ-ჰასანმა 1477 თბილისი აიღო, თავრიზში დაბრუნების წინ ამირა ხალილ-ბეგ ბეგთაში დანიშნა თბილისისა და მისი ოლქის გამგებლად. უზუნ-ჰასანის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნავს ი. რ. შაჰ-ზადეები (უფლისწულები) თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული და მენაპირე ამირები დახმარების გარეშე დარჩნენ. ხალილ-ბეგმა მიატოვა საქართველო და თავრიზს დაბრუნდა. ამით ისარგებლეს ქართველებმა და დაიკავეს თბილისი. 1488 თურქმანებმა აიღეს კოჯრის ციხე, ბევრი ტყვე და ნადავლი ხელთ იგდეს, მეთაურებს თავები მოჰკვეთეს და იაყუბ-ყაენს გაუგზავნეს ყარაბაღში. ამის შემდეგ მტერი თბილისს მიადგა. იაყუბის ლაშქარმა თბილისი აიღო (ქართულ წყაროებში არაფერია ნათქვამი ამის შესახებ). ეს მომხდარა 1489 თებერვალში. თბილისში თურქმანებს მცირერიცხოვანი გარნიზონი დაუტოვებიათ და წასულან. სავარაუდებელია, რომ ქართველებმა თურქმანთა მცირერიცხოვანი რაზმი მალე განდევნეს თბილისიდან.

ლიტ.: კიკნაძე რ., საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV ს. მეორე ნახევარში, „ისტორიის ინ-ტის“ შრომები, VII, 1964, გვ. 127-128.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9