ვე
ვერ

ვერდერევსკი ევგენი ალექსანდრეს ძე

რუსი მწერალი (XIX ს). ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1820. მუშაობდა გაზ. „კავკაზში“. ვ-ის რედაქციით თბილისში 1855 გამოდიოდა ალმანახი „ზურნა“ (გამოცემა მალე შეწყდა). ძირითად ნაშრომში „ამიერკავკასიისა და უპირატესად თბილისის ქრისტიანული მოსახლეობის სახალხო დღესასწაულებისა და სადღესასწაულო წეს-ჩვეულებების შესახებ“ ვ. აღწერს სახ. დღესასწაულებს და ზეიმებს თბილისში − აღდგომას, შობას, მაისობას და ა. შ., ახალი წლის შეხვედრას: „31 დეკემბერს ღამით და 1 იანვ. დილით თბილისში ისმოდა განუწყვეტელი სროლა მტერზე ან ავსულებზე გამარჯვების ნიშნად, რაც ჩამოსულთა გაკვირვებას იწვევდა“.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9