წყ
წყლ

წყლისკარი

თბილისის გალავნის ერთ-ერთი კარიბჭე მდებარეობდა დღევანდელი შავთელისა და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე. მან იარსება მე-18 საუკუნის შუა ხანამდე, როდესაც გალავანზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისას კარიბჭე გააუქმეს. კარს სხვა დასახელებებიც გააჩნდა. ვახუშტი ბატონიშვილი მას აღნიშნავს როგორც „ქვემო კარს ხიდით“. წყლისკარის სახელწოდებას ზოგჯერ იმით ხსნიან, რომ მასში გზა ავანაანთ ხევზე გადებული ხიდით შედიოდა. უფრო მართებულად ჟღერს სახელწოდების ახსნა კარიბჭის მტკვართან უშუალო სიახლოვით.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9