ყა ყო
ყაბ ყაი ყას

ყაიბულას ბაღი

ამ ბაღს გარეთუბნის განაპირას №29-ით აჩვენებს ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის 1735 წლის გეგმაზე. იგი ასპარეზის გვერდით მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. ამ გაშენებული იყო დღევანდელი კომუნარების ბაღის ქვედა ბაქნის პირდაპირ, ჯორჯიაშვილის ქუჩის გადაღმა, იქ, სადაც ახლა გამოთვლითი ცენტრის მაღლივი კორპუსები აღიმართა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9