ქ( ქა ქვ ქი
ქია ქიმ

ქიმერიონი

რუსთაველის თეატრის (მაშინ - არტისტული საზოგადოების) შენობის ქვედა ფოიეს სართულზე კაფე „ქიმერიონი“ იყო განთავსებული, სადაც თავს იყრიდა ქალაქის მოწინავე ინტელიგენცია. 1915 წლიდან აქ იკრიბებოდნენ „ცისფერყანწელები“. ტიციან ტაბიძე წერდა: „ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“. კაფეს კედლები მთლიანად მოხატული იყო. „ცისფერყანწელების“ ინიციატივით კედლები მოხატეს გამოჩენილმა მხატვრებმა ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, მოსე თოიძემ, განთქმულმა რუსმა მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა, ასევე ცნობილმა პოლონელმა ხელოვანმა სიგიზმუნდ ვალისევსკიმ. კაფე მოგვიანებით რუსთაველის თეატრის ფოიედ და გარდერობად იქცა. კედლები არაერთგზის გადაიღება და შესანიშნავი მხატვრობა დაიკარგა. სამოცდაათიანი წლების ბოლოს დაიწყო სამუშაოები დაკარგული მოხატულობის გამოსამჟღავნებლად. გაიხსნა კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი. სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9