სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
სურ

სურფნიშანი

ეკლესია აკოფ აკოფიანის ქუჩაზე გამოდის კალაში. იგი აგებულია 1701 წელს. გადმოცემით, ადრე აქ მართლმადიდებელთა ეკლესია იდგა. დანგრევის შემდეგ იგი აღუდგენიათ სომეხ-გრიგორიანებს. სახელწოდება წმ. ჯვარს ნიშნავს. ამჟამად გამოყენებულია ბიბლიოთეკის წიგნსაცავად. ეკლესია თავისი ზომებითა და მაღალი გუმბათით მკვეთრად გამოიყოფა ძველი თბილისის განაშენიანებაში. ეს ეკლესია ნახსენები აქვს შარდენს, მის არქიტექტურაში ნათლად შეიმჩნევა გვიანდელი გადაკეთებები.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9