სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
საბ საზ სალ სამ სარ სატ საჩ საჯ საჰ

საბურთალო

ადრე ეს ტერიტორია ვრცერლ ველს წარმოადგენდა, სადაც, როგორც ჩანს, სხვადასხვა სპორტული ასპარეზობა (ბურთაობაც) ტარდებოდა. ამას უნდა მიუთითებდეს სახელწოდება. საინტერესოა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ამ ტერიტორიის შესახებ: „გარნა ვერე წყნეთამდე წალკოტითა შემკულ და მრავალი მის სამხრით არს ველი საბურთალოსა. ამას შინა ყოფილა რუ ვერიდამ მოტანილი და აწ უმისოდ უნაყოფოდ არს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „...აწ უმისოდ უნაყოფო“ საბურთალოში ძველად ბაღები უნდა ყოფილიყო, რომლებიც მდინარე ვერედან გამოყვანილი არხით ირწყვებოდა. მე–19 საუკუნეში წარმოქმნილი მრავალფეროვანი საბურთალოს დასახლება თბილისს ოფიციალურად 1917 წელს შემოუერთეს.

საბურთალოს ქალაქურ განაშენიანებას საფუძველი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩაეყარა. 30–იან წლებში აქ გაშენდა სამსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ე.წ. „სპეციალისტების სახლები“. რომლის შემდეგაც დაიწყო ამ უბნის ინტენსიური განაშენიანება. ომის წინა წლებში დაიწყო ფართო მშენებლობა ტერიტორიაზე, რომელიც გმირთა მოედანს ემიჯნება უშუალოდ. 50–იან წლებში ლენინის ქუჩის გასწვრივ შენდება დიდი საზოგადოებრივი და საცხოვრებელი სახლები, ხოლო 60–იან წლებში საფუძველი ჩაეყარა თბილისის პირველ საცხოვრებელ მასივს. მეტად მნიშვნელოვან ქალაქთმშენებლურ ღონისძიებას წარმოადგენდა ვაკე–საბურთალოს მაგისტრალის (გურამიშვილის ქუჩის) გაჭრა კლდეში, რომელმაც უმოკლესი გზით დააკავშირა ქალაქის ორი ვრცელი რაიონი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9