აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ათე

ათეშქა

ათეშქა ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავის სახელწოდებაა. იგი სპარსული „ათეშ–ქიადე“–დან მოდის, რაც ცეცხლის ტაძარს ნიშნავს. სპარსეთში, იეზდში დღემდე შემორჩენილ ათეშ–ქიადეში ცეცხლი ანთია ნახევრად ჩაბნელებულ სალოცავში, საფეხურებზე შეყენებულ ბრინჯაოს ლანგარის ფორმის საცეცხლურზე. ცეცხლისთვის მხოლოდ ხეხილის შეშას იყენებენ, რის გამოც სათავსში სასიამოვნო, მოტკბო სურნელი ტრიალებს. „წმინდა ცეცხლთან“ მუდმივად იმყოფება ქურუმი, რომელიც იცავს „ავი თვალისგან“ და არ აძლევს ჩაქრობის საშუალებას.

კლდისუბანში, ფეთხაინის სამრეკლოს სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე დგას აგურით ამოყვანილი ოთხკუთხა შენობა, ჩამონგრეული გადახურვით, რომლისგანაც კამარის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. პლატონ იოსელიანის ცნობით, აქ უძველეს დროიდან ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე – ათეშქა მდგარა. იგი, როგორც უძველესი ძეგლი, შემოუნახავთ ქართველ მეფეებს. პლატონ იოსელიანისავე თქმით, XVIII საუკუნის 20–იან წლებში ოსმალებს თბილისში ორი მეჩეთი აუგიათ, ერთი მათგანი – ძველი ათეშქას ადგილზე. თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ შაჰის ბრძანებით, ორთავე დაუნგრევიათ 1735 წელს. XIX საუკუნეში ერთ ხანს შენობა კერძო მფლობელობაში ყოფილა. უძველესმა სახელწოდებამ კი საუკუნეებს გაუძლო.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9