მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მუშ მუხ

მუხრანთუბანი

მუხრანთუბანი ან მუხრანბატონის უბანი მდებარეობდა დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის ქვედა ნაწილში. ქალაქის გალავნის ჩრდილოეთის კედლის კარიბჭის სიახლოვეს არსებულ ბურჯთან მიშენებული იყო მუხრანთბატონთა სასახლე. კარიბჭემ, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი „მეიდნის კარის“ სახელწოდებით იხსენიებს, მუხრანის კარის სახელი მიიღო. მე–18 საუკუნიდან დაწყებული მუხრანბატონების ხელში თანდათან გადადის მომიჯნავე ნაკვეთებისც მე–19 საუკუნისათვის მუხრანბატონს ეკუთვნოდა ტერიტორია ავანანთხევის მოპირდაპირე მხარეზეც. ამით აიხსნება რამდენიმე ძველთბილისური დასახელებაც – „მუხრანის ხიდის ბირანი“, „მუხრანის კარის ხიდი“, „მუხრანის ხიდი“. მუხრან–ბატონების სასახლემ გადაკეთებული სახით მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე მოაღწია.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9