კა კვ კი კლ კო კრ კუ
კალ

კალოუბანი

ასე ეწოდებოდა თბილისის იმ ტერიტორიას, რომელიც დღევანდელი პიონერთა სასახლის, ისტორიული მუზეუმის ირგვლივაა. პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს ლეგენდას, რომლის მიხედვით კალოზე თემურლენგის შემოსევისას ბავშვები გაუთელიათ ცხენებით. ზოგიერთის აზრით (დ. გვრიტიშვილი, შ. მესხია - „თბილისის ისტორია“, 1952) ეს სიტყვა „კალაუბნიდან“ ე.ი. „კალას უბნიდან“ არის ნაწარმოები. პლატონ იოსელიანი ამ დასახლებას სხვაგვარად განმარტავს. კალოუბნის ეკლესია უწინ მცხეთაშიც ყოფილა. იქ მოთავსებულ ხატზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს, რომ ეკლესია იმ ადგილზე იდგა, რომელიც მეფის კალოს ეკავა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9