ვა ვე ვი ვო
ვერ ვეძ ვეჯ

ვერეს ბაღი

ძველად ხეხილის ბაღები, ვენახები და ბოსტნები ვრცელდებოდა ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შესართავამდე. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. 1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ ვერისუბნის დიდი ნაწილი დაიპყრო, ეგზარქოსის თანხმობით ქალაქის გამგეობამ სასაფლაო გააუქმა და გაშენება დაიწყო (დღევანდელი კიროვის სახელობის პარკი).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9