ვა ვე ვი ვო
ვაკ ვან ვარ ვაშ

ვაშლიჯვარი

ყოფილი სოფელი, დღეს თბილისის ერთი–ერთი მშენებარე უბანია. ახალშენს უკავია მიწის ფართობი 250 ჰექტარზე თბილისის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე საბურთალოს საცხოვრებელ რაიონსა და სოფელ დიღომს შორის. ჩრდილოეთიდან დიღმისწყალი საზღვრავს, აღმოსავლეთიდან დაპროექტებული რაიონი საქართველოს სამხედრო გზამდე ვრცელდება, დასავლეთიდან მას ემეზობლება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები. რაიონის დაგეგმარების პრინციპებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია ღრმა ხევებით დასერილმა რთულმა ქანობიანმა რელიეფმა. ცენტრალური ზონა განკუთვნილია დასვენების ზონისა და კულტურულ–საყოფაცხოვრებო დაწესებულებებისათვის. ტერასული განაშენიანების ფონზე ვერტიკალურ აქცენტებს ქმნიან მაღლივ შენობათა ჯგუფები. სოფელი ვაშლიჯვარი კი, რომელმაც სახელი მისცა ახალ საცხოვრებელ რაიონს, მის აღმოსავლეთ ნაწილში მოექცა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9