მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მუშ მუხ

მუშტაიდი

დღევანდელი ორჯონიკიძის სახ. პარკს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მას დღესაც თბილისელთა უფროსი თაობა „მუშტაიდს“ უწოდებს. ძველი სახელწოდება გარკვეულ ისტორიულ პიროვნებასთან არის დაკავშირებული. 1821–1828 წლების რუსეთ–სპარსეთის ომის დამთავრების შემდეგ სპარსეთის ერთ–ერთი თვალსაჩინო რელიგიური მოღვაწე (მუშტაიდი) აღამირ–ფატახი, რომელიც შაჰის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობდა, იძულებული იყო გახიზნულიყო სამშობლოდან. რუსეთის მთავრობამ მას 50 დესეტინა მიწა უბოძა თბილისში, დიდუბეში მტკვრის პირას (ტერიტორია, რომლის ნაწილი დღეს ორჯონიკიძის სახ. პარკს უკავია). ნაბოძებ მიწის ნაწილზე მუშტაიდმა ბაღი გააშენა და მის მოსარწყავად არხი გამოიყვანა მტკვრიდან, რომლის სათავე 12 კმ–ით ქალაქის ზევით მდებარეობდა. გვიან 1845 წელს შაჰის მიერ შეწყალებული მუშტაიდი სპარსეთში დაბრუნდა და ბაღი ვაჭარმა მეღრაბოვმა შეისყიდა, მაგრამ მალე გაკოტრდა და 1855 წელს ბაღი ხაზინამ შეიძინა სასოფლო–სამეურნეო ფერმის მოსაწყობად. 80–იან წლებში ბაღის სიახლოვეს მეაბრეშუმეობის სადგური და მუზეუმი გააშენეს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9