სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს სახალხო ფრონტი („სსფ“)

პარტიის ლიდერი ნოდარ ნათაძე

დევიზი: „ეროვნული თავისუფლების გზით - პიროვნული თავისუფლებისაკენ, პიროვნული თავისუფლების გზით - ეროვნული თავისუფლებისაკენ“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: თავისუფალი (საბაზრო) ეკონომიკა. სახელმწიფოს აქტიური (საგადასახადო, საბაჟო და ინვესტიციური) პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო წარმოების სტიმულირებისათვის. შინაგანი ბაზრის ზომიერი დაცვა წარმოების ინტერესებიდან გამომდინარე. შეურიგებლობა მაფიურ მონოპოლიზმთან.

საგარეო პოლიტიკა: ორიენტაცია დასავლეთზე სტრატეგიული (გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, მეცნიერული, სათავდაცვო) პარტნიორობის საფუძველზე. კავკასიის ხალხთა მაქსიმალური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა. ხისტი იურიდიული თავდაცვა რუსეთის შემოტევისაგან, მასთან ურთიერთობის სწრაფი ნორმალიზაცია, დაუყოვნებლივ გამოსვლა სნგ-დან და რუსეთის სამხედრო ბაზების დაუყოვნებლივ გაყვანა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული პრინციპით მოწყობილი ტერიტორია ასიმეტრიის იმ ხარისხით, რომლესაც მოითხოვს ადგილობრივი ვითარება (აჭარა და აფხაზეთი ავტონომიურია).

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: პრეზიდენტის ყოლა დასაშვებია, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკის წარმმართველია მთავრობის მეთაური, რადგან იგი ყოველდღიურად დამოკიდებულია პარლამენტზე.

პარტია დაარსდა – 21-25.06. 1989 წ., პირველი რეგისტრაცია - 17.08. 1989 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 09.07. 1999 წ.

დაარსების ინიციატორები: ნოდარ ნათაძე, ტრისტან ბერიანიძე, რობერტ პეტრიაშვილი, ავთანდილ იმნაძე, გურამ ბერიშვილი, ამირან დოლიძე, შოთა ნადირაშვილი, სოლომონ ხუციშვილი, რუსუდან დუნდუა, ზურაბ მამულაშვილი, გენო ჯიშკარიანი, დავით ბერძენიშვილი, მერაბ კუტუბიძე, თემურ ქურდაძე, როინ თაქთაქიძე, შოთა ჯღამაძე, თემურ ნერგაძე, აბესალომ ტუღუში, ანზორ სიჭინავა, გია ლობჟანიძე, შოთა გაფრინდაშვილი, პაატა კოღუაშვილი, მერაბ მამარდაშვილი, ელდარ შენგელაია, ალექსანდრე ჯავახიშვილი, გურამ ყორანაშვილი, ჯამბულ შეყილაძე, ლევან მესხი, გაიოზ როგავა, გურამ პეტრიაშვილი, სერგო ცხადაძე, ელგუჯა ჩხაიძე და სხვ.

პარტია არის გაერთიანებული რესპუბლიკური პარტიის (რომელიც 1994 წ. ჩამოყალიბდა სახალხო ფრონტის, რესპუბლიკური პარტიისა და ქარტია-91 შერწყმით) სამართალმემკვიდრე. 1995 წელს ყოფილი რესპუბლიკური პარტიისა და ყოფილი ქარტია-91-ის წევრები გავიდნენ პარტიიდან.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) - ეროვნული კომიტეტი (ირჩევა 4 წლით - 11 (ამჟამად 10) წევრი: ნოდარ ნათაძე - თავმჯდომარე, შოთა ნადირაშვილი - პოლიტიკური მდივანი, გოგი სორდია - აღმასრულებელი მდივანი, ტრისტან ბერიანიძე - აპარატის ხელმძღვანელი, რუსუდან დუნდუა, ამირან დოლიძე, ზურაბ მამულაშვილი, ფრიდონ ასლანიკაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე, სერგო ცხადაძე) – თავმჯდომარე (2 წლით ირჩევს ეროვნული კომიტეტი, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.) - დარბაზი (ირჩევა 4 წლით, ფორმირდება რეგიონების წარმომადგენლების და სხვა პარტიული თანამდებობებით).

წევრთა რაოდენობა 5000, აქტიური – 300-400. 42 რაიონული ორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „საქართველო“, დაარსდა 1989 წ., გამოდის ცვალებადი პერიოდულობითა და ტირაჟით, ფასი - 50 თეთრი.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, ვერ გადალახა 5% ბარიერი. პარლამენტში ჰყავდა 12 მაჟორიტარი წარმომადგენელი.

1990 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს გამოყოფა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და დამოუკიდებელი, სუვერენული, ძლიერი სახელმწიფოს აშენება დემოკრატიულ და სამართლებრივ პრინციპებზე დამყარებით.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „11 ოქტომბერი“ (საქ. სახალხო ფრონტი, რესპუბლიკური პარტია, დასი, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი), პარლამენტში პარტიას ჰყავდა 16 წარმომადგენელი (პარტიული სიით).

1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიის დაცვა, დემოკრატიზაცია, თავისუფალი ეკონომიკა, რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლა, მისი ბაზების გატანა საქართველოდან.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა, როგორც გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია, სახელწოდებით „რესპუბლიკელები“. მიიღო არჩევნებში ხმების 2%-ზე ნაკლები, ჰყავდა 1 მაჟორიტარი წარმომადგენელი პარლამენტში.

1995 წლის არჩევნებში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა: აფხაზეთისა და ცხინვალის ზონაში იურისდიქციის აღდგენა, დსთ-დან გამოსვლა, რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან, კორუფციის დათრგუნვა, დასავლური ორიენტაცია, თავისუფალი ეკონომიკა აქტიური საბაჟო და საგადასახადო რეგულირებითურთ.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „საქართველო - მერაბ კოსტავას საზოგადოება“ (საქ. სახალხო ფრონტი (გაერთ. რესპ. პარტია), ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ინვალიდთა ასოციაცია, მერაბ კოსტავას საზოგადოება).

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ნოდარ ნათაძეს.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა აკაკი ბაქრაძეს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან არსებული კურსი მიგვაჩნია მოსკოვის იმპერიული ზრახვების მონურ მორჩილებად, საქართველოს მიზანდასახულ ეკონომიკურ, სტრატეგიულ და ფსიქოლოგიურ ნგრევად დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციის მიზნით.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტია რეგისტრირებულია, რწმუნებული - ციცინო დათუკიშვილი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: დსთ-დან გამოსვლა. რუსეთის ბაზების გაყვანა, ხისტი იურიდიული დაცვა რუსეთის ყოველგვარი მცდელობისაგან საქართველოში პრივილეგირებული პოზიციების მოპოვებისა, ცხინვალის ზონაში საქართველოს იურისდიქციის უპირობო აღდგენა, აფხაზეთის სტატუსის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ავტონომიის, და აფხაზეთის შიგნით ადგილობრივი ტერიტორიული უფლებების განაწილების ზუსტი განცხადება მსოფლიოს პოლიტოლოგიურ წრეებთან მჭიდრო კონსულტაციით, ამ ფორმულირებათა დაკანონება და შემდეგში პოლიციური აქციის (თუ საჭირო გახდა) განხორციელება მხოლოდ როგორც ამ ფორმულირებათა რეალიზაციის, არძინბას ხროვის მოლაპარაკებათა მონაწილედ ცნობის გარეშე. რუსეთის ყოველგვარ „სამშვიდობო“ მისიებზე უარის თქმა. საქართველოს ყველა სხვა საგარეო სამხედრო ურთიერთობათა გამორიცხვა გარდა „ნატო“-სთან ურთიერთობისა. დღგ-ს შემცირება. სესხებისა და მათი გახარჯვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში არჩევითობის პრინციპის სრული განხორციელება (თბილისის და სხვა ქალაქების მერთა არჩევითობის ჩათვლით).

მისამართი: თბილისი, პუშკინის ქ., 5, ტელ.: 93 17 10, 93 15 89, 93 19 93.

საკონტაქტო პირი: გოგი სორდია - აღმასრულებელი მდივანი, ტრისტან ბერიანიძე - აპარატის ხელმძღვანელი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9