პარტიის ლიდერი ედუარდ შევარდნაძე
დევიზი: სტაბილურობიდან კეთილდღეობისაკენ
პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული. საპროგრამო პრიორიტეტები
ეკონომიკა: კერძო ინიციატივის პრინციპებზე დაფუძნებული, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განმტკიცება. გადასახადების მაქსიმალურად მობილიზების ხელშეწყობა სახელმწიფო ბიუჯეტში, მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გატარება. წარმოების განვითარების ხელშეწყობა, საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციისა და შემოსავლების ზრდის ხარჯზე. საბაჟო და საგადასახადო სისტემების რეფორმირება, კორუფციის მასშტაბების მაქ-სიმალური შემცირება. იმპორტისა და ექსპორტის შესაბამისობის ოპტიმიზაცია. სოციალუ-რი დაცვის მექანიზმების შექმნა. ძირეული გარდაქმნების განხორციელება საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში. კერძო საპენსიო ფონდების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, უცხოური და ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობით. ახალი, მაღალანაზღაურებადი სა-მუშაო ადგილების შექმნა. განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმათა შეუქცევადობის უზრუნველყოფა.საგარეო პოლიტიკა: ევროპისა და მსოფლიოს ავტორიტეტულ სტრუქტურებში ინტეგრირება. კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან, ურთიერთპატივისცემისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველზე. უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შექმნა რეგიონალური პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის მეშვეობით. საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორული და ურთიერთმომგებიანი კავშირების უზრუნველყოფა. აქტიური მონაწილე-ობის მიღება NATO-ს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში. საერთა-შორისო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, შემდგომი ინტეგრირების თვალსაზრისით.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო (ავტონომიების უფლებების გაფართოე-ბა, ცენტრსა და რეგიონებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა და უფლებების მაქსი-მალური დელეგირება, ძლიერი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირება, სმკ-ს მიზანია ძლიერი რეგიონები - ძლიერი ცენტრი).
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად)
1996 წლიდან პარტია დამკვირვებლის სტატუსით გაერთიანებულია სოციალისტურ ინტერ-ნაციონალში.
პარტია დაარსდა 1993 წ., პირველი რეგისტრაცია - 1994 წ., ხელახალი რეგისტრაცია -1998 წ.
დაარსების ინიციატორები: ორგანიზაციები - „ერთობა და კეთილდღეობა“, „მწვანეთა მოძ-რაობა” და „საზოგადოება თბილისელი”.
ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) - მთავარი საბჭო (ირჩევა 2 წლით - 33 წევრი: მ. მაჭავარიანი - გენერალური მდივანი, ომარ გოგიაშ-ვილი - სათათბიროს სპიკერი) - თავმჯდომარე - ედუარდ შევარდნაძე (ფარული კენჭისყრით ირჩევს ყრილობა 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).
წევრთა რაოდენობა 112000, აქედან აქტიური - 35000-მდე.
11 რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები ყველა რაიონში.
ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი (სმაკ). დაარსდა 12.02. 1994 წ., გაერთიანებულია 12000 წევრი, არის იურიდიული პირი. ლიდერი - დავით ტყეშელაშვილი. მისამართი: თბილისი, ლერმონტოვის ქ., 8, ტელ.: 93 38 46, 92 11 73, 92 11 74, ფაქსი: 93 38 46.
ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „მოქალაქე“ გამოდის 1996 წლიდან. პერიოდულობა, ტირაჟი და ფასი ცვალებადია.
1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 23,71%, პარლამენტში ჰყავდა 106 წარმომადგენელი (91 - პარტიული სიით და 15 - მაჟორიტარი).
1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: სახელმწიფო აღმშენებლობისა და რეფორმების წარმართვისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, მიწისა და საწარმოთა პრივატიზება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებათა დაცვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებისას პარტია მხარს უჭერდა ე. შევარდნაძეს.
პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების კურსს.
პარტია რეგისტრირებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საფუძველი: 106 პარლამენტის წევრი, რწმუნებული - კობა ამირხანაშვილი. პარტიის წარმომადგენლები აღმასრულებელ ხელისუფლებაში: ვაჟა ლორთქიფანიძე - სახელმწიფო მინისტრი, ალექსანდრე კარტოზია - განათლების მინისტრი, ივანე ჩხარტიშვილი - სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, თედო ისაკაძე - სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ივანე ზოდელავა - თბილისის მერი, ავთანდილ ჯორბენაძე - ჯანდაცვის მინისტრი, ვლადიმერ პაპავა - ეკონომიკის მინისტრი, ლევან მამალაძე - ქვემო ქართლის რწმუნებული, ირაკლი ბიჭორიძე - შიდა ქართლის რწმუნებული, გია არსენიშვილი - კახეთის რწმუნებული, დავით ონოფრიშვილი - ფინანსთა მინისტრი, გია დარჯანია - ფოთის მერი და სხვ.
1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ძირეული გარდაქმნები საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში, რაც მკვეთრად გაზრდის საპენსიო ანაზღაურების დონეს და მთლიანად მოხსნის პენსიების გაუცემლობის პრობლემას. 2. ჩამოყალიბდება ეფექტური ფისკალური სისტემა, რაც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის საბიუჯეტო დავალიანების პრობლემას. შემოსავლების ზრდის ხარჯზე შესაძლებელი გახდება საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას. 3. გაგრძელდება საბაჟო რეფორმა. საბაჟო პოლიტიკის უმთავრეს სტრატეგიად კვლავ რჩება ევროპული ორიენტაცია და ევროკავშირისაკენ სწრაფვა. 4. გაგრძელდება სრულფასოვანი სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება. გაფართოვდება კერძო სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის არეალი. მოხდება მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვა სამედიცინო დაზღვევის პროგრამებ-ში, რაც უზრუნველყოფს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდას. 5. მაქსიმალური ხელშეწ-ყობის რეჟიმი შეექმნება წვრილ და საშუალო ბიზნესს. გათვალისწინებულია შესაბამისი საბიუჯეტო ხარჯების ყოველწლიური მატება. 6. მაქსიმალურად შეეწყობა ხელი იმ დარ-გებს, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ საქართველოს როლი მსოფლიო ბაზარზე (სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ენერგეტიკა, საშენი მასალები, ტრანსპორტი, კავშირგაბ-მულობა, მაღალი ტექნოლოგიები, ტურიზმი. 7. მოხდება საბიუჯეტო დანახარჯების ოპტიმალური და ეფექტური სისტემის ფორმირება. საჯარო და გამჭვრვალე გახდება ხარჯვის სტრუქტურა და ტექნოლოგია. 8. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მყარი, ძლიერი და საიმედო საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას. 9. გაგრძელდება საკრედიტო კავშირებისა და სხვა მცირე საფინანსო დაწესებულებების ჩამოყალიბება. 10. უახლოეს ოთხწლეულში უზრუნველყოფილი იქნება: 24 საათიანი ელექტროენერგია მთელი საქართველოს მასშტაბით; საყოველთაო უფასო საშუალო განათლება; უფასო სამედიცინო მომსახურება 65 წლის ასაკს ზევით მოხუცებისათვის და 14 წლამდე მოზარდებისათვის, აგრეთვე უფასო ჯანდაცვა 500 000 სოციალურად დაუცველი ადამიანისათვის; ქალაქების გაზიფიკაცია მთელ საქართველოში; საგზაო კომუნიკაციების ეროვნული პროგრამის განხორციელება; უხარისხო პროდუქციის აღმოფხვრა საქართველოს ბაზრიდან; საშუალო ხელფასი 200-230 ლარის ფარგლებში.
მისამართი თბილისი, მარშალ გელოვანის ქ., 14ა,
ტელ.: 95 98 23; 95 82 35; 95 83 25. ფაქსი: 95 83 25; 95 91 46,
E-mail: cug@access.sanet.ge
საკონტაქტო პირი: ლელა თურმანაული - გენერალური მდივნის თანაშემწე.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |