სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ეროვნული სახალხო ფრონტი (სესფ)

პარტიის ლიდერი პეტრე (გოჩა) გავაშელი

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საგადასახადო კანონის სრულყოფა, საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფა, მეწარმეობისათვის ხელშეწყობა, საშუალო მეწარმეთა ფენის ჩამოყალიბება.

საგარეო პოლიტიკა: საქართველო უნდა გახდეს პროდასავლური ორიენტაციის ქვეყანა, მაგრამ ეს არ უნდა გამორიცხავდეს მეზობელ სახელმწიფოებთან კარგ ურთიერთობას.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო

პარტია დაარსდა 28.03. 1998 წ., პირველი რეგისტრაცია – 24.04. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: საქართველოს სახალხო ფრონტის მაშინდელი წევრები.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – ეროვნული კომიტეტი (ირჩევა 2 წლით - 7 წევრი: პეტრე (გოჩა) გავაშელი - თავმჯდომარე, ზაზა ნაპირელი - აღმასრულებელი მდივანი, ელგუჯა ჩხაიძე - პოლიტიკური მდივანი, ირმა ესებუა, სანდრო ბერიძე, ვახტანგ ბურდული) – დარბაზი (ირჩევა 2 წლით, შედგება ეროვნული კომიტეტისა და ყველა რეგიონის თავმჯდომარისაგან) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.)

წევრთა რაოდენობა 4674, აქტიური – 700.9 რეგიონალური და 34 რაიონური ორგანიზაცია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი, რწმუნებული – ზაზა ნაპირელი.

მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ., 4. ტელ.: 94 02 90.

საკონტაქტო პირი: ლალი ზაკაშვილი - სააღრიცხვო განყოფილების გამგე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9