სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (სედპ)

პარტიის ლიდერი ირაკლი წერეთელი

დევიზი: „დამოუკიდებელი, ქრისტიანული და ძლევამოსილი საქართველო“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საბაზრო ეკონომიკის განვითარება. მეწარმეობის განვითარება. საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია.

საგარეო პოლიტიკა: ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა. სამხედრო ურთიერთობა აშშ-თან. საქართველოს გაწევრიანება ნატოში.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 25.03. 1989 წ., პირველი რეგისტრაცია – 13.08. 1992 წ.

დაარსების ინიციატორები: ირაკლი წერეთელი, მერაბ შარაშენიძე, თემურ სუმბათაშვილი, გიორგი ჯინჭარაძე, ზაზა აბრამიშვილი, ვასილ ხომერიკი, ვაჟა მთავრიშვილი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: კონგრესი (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (ირჩევა 4 წლით - 10 წევრი: ირაკლი წერეთელი - თავმჯდომარე, თემურ სუმბათაშვილი - პოლიტიკური მდივანი, მერაბ შარაშენიძე – ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მამუკა ჩოქური – საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ურთიერთობათა კომიტეტი, ვასილ ხომერიკი – თბილისის კომიტეტი, რომანოზ სიგუა – საარჩევნო შტაბი, ნუგზარ ბიწკინაშვილი – საფინანსო-სამეურნეო კომიტეტი) – თავმჯდომარე (ფარული კენჭისყრით ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).

წევრთა რაოდენობა: 1862, აქტიური - 480. 44 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ახალგაზრდული კავშირი. დაარსდა 11.02. 1997 წ., გაერთიანებულია 62 წევრი, არ არის იურიდიული პირი. ლიდერი – ირაკლი გოგორიშვილი. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 8. ტელ.: 98 49 84.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში ჰყავდა 4 წარმომადგენელი.

1992 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: სახელმწიფო ქონების ნაციონალიზაცია, მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა. საქართველოს გაწევრიანება ნატოში.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1,86%, არ ჰყავდა წარმომადგენელი პარლამენტში.

1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: საქართველოს გამოსვლა დსთ-დან. მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თანამშრომლობა დასავლეთთან, კერძოდ აშშ-თან. საქართველოს ნატოს ბლოკში გაწევრიანება.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, რადგან საარჩევნო კანონი არადემოკრატიულად მიიჩნია.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს არავის უჭერდა.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა აკაკი ბაქრაძეს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს გაუწონასწორებელი პოლიტიკისა და მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაციის არარსე-ბობის, საქართველოს დსთ-ში ყოფნის, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების არგაყვანის გამო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი - არნოლდ ფენდერავა, რწმუნებული -ირაკლი გოგოჩიშვილი.

მისამართი: თბილისი, მაჩაბლის ქ., 8.

ტელ.: 98 51 69; 98 67 55; 98 49 84; ფაქსი: 98 51 69.

საკონტაქტო პირი: თემურ ნიკაჭაძე – სამანდატო კომისიის თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9