სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს აგრარულ-დემოკრატიული პარტია

პარტიის ლიდერი სერგო რუხაძე

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: რეგულირებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკა. საგარეო პოლიტიკა: სრული ნეიტრალიტეტი.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო

პარტია დაარსდა: 1990 წ., პირველი რეგისტრაცია – 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: სერგო რუხაძე, გოგოთურ აგლაძე, ვალერიან მჭედლიშვილი, პანსიონარია გეჯაძე, როლანდ კორინთელი.

პარტია არის საქართველოს აგრარული კავშირის სამართალმემკვიდრე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 4 წლით - წევრები: სერგო რუხაძე – თავმჯდომარე, ვალერიან მჭედლიშვილი, პანსიონარია გეჯაძე, ნოდარ კოხრეიძე, ვალერი სუხიშვილი, ნანა რუსიტაშვილი) – თავმჯდომარე (ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998წ.).

წევრთა რაოდენობა: 2200, აქტიური - 500. 4 რეგიონალური ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაარსდა 1998 წ., გაერთიანებულია 250 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: ზაქარია კინტური. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ., 15ა.

ბეჭდვითი ორგანო: „აგრარული გაზეთი”. დაარსდა 1990 წ., გამოდის კვირაში ერთხელ, ტირაჟი: 500, ფასი - 50 თეთრი.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა მათ წინააღმდეგ დაწყებული შიმშილობი გამო.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „მშვიდობა”, პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი.

1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: რეგულირებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკა.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 0,42%. პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: რეგულირებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკა.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.

პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ., 15ა.

საკონტაქტო პირი: როლანდ კორინთელი

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9