პა პე პო
პოლ

პოლიტიკური გაერთიანება „წინ საქართველოვ, დავითის გზით“

პარტიის ლიდერი პაატა თექთუმანიშვილი

დევიზი: „მხოლოდ უნიტარული საქართველო გადარჩება“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კერძო საკუთრება, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ხელშეწყობა მცირე ბიზნესის განვითარებას, ლიბერალური საბანკო და საგადასახადო პოლიტიკა.

საგარეო პოლიტიკა: თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კავკასიური სახლის იდეის განხორციელება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა 28.05. 1999 წ.

დაარსების ინიციატორები: პაატა თექთუმანიშვილი, დავით ბიჭიაშვილი, ზვიად გალდავა, გიორგი ჯაიანი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 4 წლით - 9 წევრი: პაატა თექთუმანიშვილი - თავმჯდომარე, დავით ბიჭიაშვილი, ამბროსი ბიჭიაშვილი, კობა ნიკოლეიშვილი, გიორგი ჯაიანი, ზვიად გალდავა, პაატა კალანდაძე) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.).

წევრთა რაოდენობა: 1550, აქტიური -500. რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები -ჩამოყალიბების სტადიაში.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან ის არ არის ქართული ორიენტაციის.

მისამართი: თბილისი, ალ. დიუმას ქ., 24. ტელ.: 93 12 58.

საკონტაქტო პირი: პაატა თექთუმანიშვილი -თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9