იბ ივ იზ ილ იო ირ
იბე

იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული „ლასკარი“ (ჭყონდიდელის ლასკარი)

პარტიის ლიდერი სერგი საჯაია

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საბაზრო

საგარეო პოლიტიკა: სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კავკასიური სახლი.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო, უნიტარული სახელმწიფოს ფარგლებში.

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 1992 წ., პირველი რეგისტრაცია – 1998 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ს. საჯაია, დ. მარღანია, ჯ. ბერუაშვილი, ც. ბაბლუანი.

პარტია არის პოლიტიკური ორგანიზაცია „ჭყონდიდელის” სამართალმემკვიდრე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – ლასკარი (ირჩევა 4 წლით - 9 წევრი: სერგი საჯაია - თავმჯდომარე, ცისანა ბაბლუანი, ჯონდი მარღანია, ციური რაზმაძე, ჯემალ ბერუაშვილი.) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 1281, აქტიური – ყველა. 4 რეგიონალური და 20 რაიონული ორგანიზაცია.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან არსებული ხელისუფლება არის არაკანონიერი სახელმწიფო სტრუქტურა.

1992-1999 წწ. პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, რადგან არსებული ხელისუფლება წარმოადგენს არაკანონიერ სახელმწიფო სტრუქტურას.

მისამართი: თბილისი, გ. ჩიტაიას ქ., 39. ტელ: 95 62 31.

საკონტაქტო პირი: სერგი საჯაია - თავმჯდომარე

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9