სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს აღორძინებული კომუნისტური პარტია

პარტიის ლიდერი შალვა ბერიანიძე

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე

სოციალისტური საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საკუთრების მრავალფეროვნება. სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი სტრატეგიული მიმართულების დარგებში. მიწაზე სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო საკუთრება.

ეკონომიკა: საკუთრების მრავალფეროვნება. სახელ-

მწიფოს მარეგულირებელი როლი სტრატეგიული მიმართულების დარგებში. მიწაზე სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო საკუთრება.

საგარეო პოლიტიკა: აქტიური ნეიტრალიტეტი.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური, რაიონული დაყოფის პრინციპი.

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო, ამავე დროს ძლიერი აღმასრულებელი ორგანო - მთავრობის კაბინეტი.

პარტია დაარსდა: 1920 წ., პირველი რეგისტრაცია - 1997 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ. პარტია არის 1920 წ. დაარსებული საქართველოს კომუნისტური პარტიის სამართალმემკვიდრე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – ცენტრალური კომიტეტი (ირჩევა 2 წლით - 105 წევრი: შალვა ბერიანიძე – ცკ პირველი მდივანი, ზაქარია მენთეშაშვილი - ცკ მეორე მდივანი, ნანა ანდღულაძე - ცკ მდივანი, ნოე გელაშვილი - თბილისის კომიტეტის პირველი მდივანი, აკაკი ბრეგაძე - ცკ მდივანი, ივლიანე თოდუა - ცკ პარტკონტროლის თავმჯდომარე) - პირველი მდივანი (პლენუმის გადაწყვეტილებით ირჩევენ 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.) - ცენტრალური კომიტეტის ბიურო (ირჩევა 2 წლით - 21 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 17500, აქტიური - 2100. 32 რაიონული ორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: „ცხოვრება”. დაარსდა 1921 წ., ტირაჟი - 500.

პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ნაწილობრივ უჭერს მხარს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ვახტანგ გოგუაძე, რწმუნებული - აკაკი ბრეგაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: პარტია არის 1920 წ. შექმნილი საქართველოს კომუნის-ტური პარტიის მემკვიდრე. იგი თავის წინასაარჩევნო პროგრამას საფუძვლად უდებს განახლებულ პროგრამასა და წესდებას. პარტიას გაანალიზებული აქვს წარსულში არსებუ-ლი შეცდომები პარტიის საქმიანობაში, მკაცრად აფასებს მას და დღენიადაგ ზრუნავს მუშაობის განახლებასა და სრულყოფისათვის. პარტია აღიარებს სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას და მხარს უჭერს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო საკუთრების დამკვიდ-რებას. მიწა, ტყე, წყალი, წარმოების ძირითადი საშუალებები, სტრატეგიული ობიექტები სახალხო საკუთრებას უნდა შეადგენდეს. მხარს უჭერს რეგულირებად სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკას. პარტიის უმნიშვნელოვანეს ამოცანას შეადგენს ყველა მოქალაქის შრომითი მოწყობა, ხელფასებით ცხოვრების პირობების შექმნა. პარტიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ლტოლვილთა პრობლემების მოგვარება. პარტია დიდ ყურადღებას დაუთმობს კავკასიური პრობლემების გადაწყვე-ტას, მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას და თანამშრომლობას. პარტია მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს ეროვნულ-პატრიოტული სახელმწიფო იდეოლოგიის ჩამოყალიბებას, ეროვნულობისა და ინტერნაციონალიზმის ორგანულ შეხამე-ბას, ერთა თანასწორუფლებიანობის, ურთიერთ პატივისცემისა და ურთიერთ დახმარების საფუძველზე. პარტიის უმთავრესი მიზანია დამოუკიდებელი, სოციალურად სამართლებრი-ვი, დემოკრატიული პრინციპების ერთგული სოციალისტური საქართველოს მშენებლობა. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ., 15. ტელ.: 39 55 86, ფაქსი: 23 21 15.

საკონტაქტო პირი: ზაქარია მენთეშაშვილი – ცკ მეორე მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9