სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია (სეკპ)

პარტიის ლიდერი პანტელეიმონ გიორგაძე

დევიზი: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მცდარი კურსიდან სოციალისტურ გეგმიურ ეკონომიკაზე გადასვლა. საკუთრების ყველა ფორმების დაშვება სხვისი შრომის ექსპლუატაციის გამორიცხვის პირობებში, მათთვის განვითარების თანაბარი პირობების შექმნა. სოციალისტურ განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკის აღორძინება, ახალი სამრეწველო ობიექტების შექმნა.

საგარეო პოლიტიკა: საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე საგარეო პოლიტიკის კარდინალური შეცვლა, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც არამც და არამც არ იქნება არც ერთი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი და სატელიტი ქვეყანა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობა).

სახელმწიფო ისტემისმოწყობა:საპარლამენტო(საპარლამენტო მშრომელთა საბჭოების სახით).

პარტია არის კომუნისტურ პარტიათა კავშირის (სკკპ) დამოუკიდებელი წევრი.

პარტია დაარსდა – 1992წ.თებერვალს, პირველი რეგისტრაცია – 1994 წ. სექტემბერს, ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: პ. გიორგაძე, შ. მახარაძე, გ. ონიანი. პარტიაარის საქართველოს კომუნისტური პარტიის სამართალმემკვიდრე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – პლენუმი, კონფერენცია, ბიურო (ირჩევა 2 წლით 15 წევრი) - სამდივნო (ირჩევა 2 წლით 7 წევრი) – პარტორგანიზაცია, რაიკომი, ქალაქკომი, საოლქო კომიტეტი, ცენტრალური კომიტეტი - ცკ პირველი მდივანი პანტელეიმონ გიორგაძე (ღია კენჭისყრით ირჩევა 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1996 წ.).

წევრთა რაოდენობა: 87000, აქტიური - 65000.50 რაიონული ორგანიზაცია (მათ შორის ჩამოყალიბების სტადიაში - 20), ყველა რაიონში რაიკომები და პირველადი ორგანიზაციები.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ი.ბ. სტალინის სახელობის ახადგაზრდათა კომუნისტური კავშირი, დაარსდა 1994 წ., გაერთიანებულია 2000 წევრი, არის იურიდიული პირი. ლიდერი - თ. ფიფია. მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ., 6, ტელ.: 38 49 05; 38 19 00.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთები - „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“, „ახალგაზრდა კომუნისტი“. ტირაჟი: 5000, ფასი: 50 თეთრი.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „ერთიანი კომუნისტური პარტია და სოციალ-დემოკრატები.“ ბლოკმა მიიღო ხმების 4,9%, ჰყავდა წარმომადგენელი პარლამენტში.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 10%.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „ერთიანი კომუნისტური პარტია და სოციალ-დემოკრატები”, მიიღო ხმების 4,75%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1998წ.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, რადგან არსებული სახელმწიფო სისტემის პირობებში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება პარტიის დისკრედიტაციას გამოიწვევდა. ვერ შესძლებდა თავისი პროგრამის მინიმუმის შესრულებასაც კი.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ჯუმბერ პატიაშვილს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი ანტიეროვნულია, იცავს დასავლეთის კაპიტალის ინტერესებს, ამკვიდრებს სოციალურ უსამართლობას. საქართველო მიჰყავს სამხედრო ბლოკისაკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ადრე გამოცხადებულ საქართველოს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული -ნოდარ ბუჩუკური.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: განახლებუბული საბჭოთა სოციალისტური წყობილების აღდგენა, საქართველოს ინტერესების შესაბამისად საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, დისციპლინისა და წესრიგის მკაცრ დაცვას. კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მცდარი კურსიდან სოციალისტურ გეგმიურ ეკონომიკაზე გადასვლა. განახლებული საბჭოთა სოციალისტური წყობილების აღდგენის საფუძველზე საზოგადოებაში უსამართლო ქონებრივი და სოციალური დაყოფის აღმოფხვრა, შიმშილისა და სიღატაკისაგან ქვეყნის მოსახლეობის ხსნა. ეროვნული კულტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოცუზრუნველყოფის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის პრიორიტეტული და გარანტირებული დაფინანსება. პარტიის საბოლოო მიზანია აღორძინებული და აყვავებული ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველო, სადაც ყველა მშრომელი და პატიოსანი ადამიანი ჰარმონიულად იცხოვრებს მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა, ქონებრივი თუ განათლების ცენზისა, სქესისა და ასაკისა.

მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ., 6, ტელ.: 38 49 05; 38 19 00.

საკონტაქტო პირი: ნოდარ ბუჩუკური - სეკპ-ის ცკ-ს მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9